PHP დეველოპერი კომპანიის სახელი: HH Recruitment
თარიღები: 04 ივლ 2019 - 17 ივლ 2019
საკონტაქტო მეილი: recruitment8@hh.ge
მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
ქვეკატეგორია: ვებ-პროგრამისტი / პროგრამისტი/დეველოპერი
ენები: ქართული / English
განაკვეთი: სრული
განათლება: საშუალო
სამუშაო გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
აღწერა:

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, PHP დეველოპერის პოზიციაზე, სწრაფი გადახდების კომპანიისთვის.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ელექტრონული საფულის ანგარიშწორების სისტემას, სადაც მომხმარებელს შეუძლია განახორციელოს: თანხის მიღება/გაგზავნა, ონლაინ შოპინგი, სერვისის ღირებულების გადახდა და სხვა.



ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის, მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა;
  • შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება;



ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • PHP OOP (php7)- ობიექტზე ორიენტირებული ენის ცოდნა;
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
  • ვებ-სერვისებთან მუშაობის გამოცდილება - Rest/SOAP API;
  • კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობა -GIT;
  • Laravel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • MySQL-თან მუშაობის გამოცდილება (სხვა ბაზების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია გამოცდილება ფინანსური ტექნოლოგიების სფეროდან;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას შემდგეგ ელ. ფოსტაზე: recruitment8@hh.ge